ტრაგედია გენო პეტრიაშვილის ოჯახში
1753127552
ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა, 100-დან 150-მდე დაშავდა. ამის შესახებ Daily Star ქვეყნის სახანძრო სამსახურისა და სამოქალაქო თავდაცვის პრესმდივანზე, შაჰჯაჰან შიკდერზე დაყრდნობით იტყობინება. მისი თქმით, დაღუპულთა უმეტესობა იმ კოლეჯის მოსწავლეები არიან, სადაც სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა; ისინი ყველა 9-დან 18 წლამდე ასაკის არიან.
„მაილსტოუნის კოლეჯის კამპუსში ბანგლადეშის საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა“, - განაცხადა შიკდერმა.
გამოცემის ცნობით, თვითმფრინავის პილოტი გადარჩა - ის ავიაციის ლეიტენანტი ტოვკირ ისლამ საგარია, რომელიც ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება. ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები დგინდება. მაშველები თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე მუშაობას აგრძელებენ.