ტრაგედია გენო პეტრიაშვილის ოჯახში
1753127552
დაშორება ყველა ადამიანისთვის რთული გადასატანია, თუმცა ეს განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა 22 წლის ელეონორა ჰეპბერნისთვის. მან დაშორების შემდეგ ყოფილი პარტნიორის ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია.
წყვილის ურთიერთობა ჯერ კიდევ 2023 წლის სექტემბერში დასრულდა, მაგრამ ბრიტანელი ქალი ვერ შეეგუა დაშორებას და მომაბეზრებელი ტექსტურ შეტყობინებებით და ელ.ფოსტით მოსვენებას უკარგავდა კაცს. ის საკუთარი სახლიდან ყოფილის ბინამდე 4 საათს ხარჯავდა წასასვლელად, რათა მისთვის სკანდალი მოეწყო.
სახლებს შორის მანძილი 370 კილომეტრი იყო.
ერთხელ მან ყოფილი შეყვარებულის სახლის კარი ნაგვის ურნებით ჩახერგა, მეორედ კი საფოსტო ყუთში მკვდარი თაგვი დაუტოვა, ხოლო კიბეებზე მღრღნელები გაუშვა.
ქალმა ასევე გაიგო, სად ცხოვრობდა მისი ყოფილის ახალი გატაცება და მის სახლს კვერცხები დაუშინა.
„იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი. ყოველ ღამე მეღვიძება. კოშმარები მესიზმრება, რომ მომკლავენ ან რაიმე ცუდი დაემართება მე ან ჩემს ოჯახს. ელეონორი არაერთხელ დამუმუქრა ბინის გადაწვით. ყოველდღე ველოდები, რომ მკვდარი ცხოველი ვიპოვო საფოსტო ყუთში ან კიბეზე“,- განაცხადა მამაკაცმა.
დაკითხვის დროს ჰეპბერნმა პოლიციას უთხრა, რომ მან იყიდა გაყინული თაგვები ზოომაღაზიიდან და მის სახლთან მიმოფანტა, რადგან გაბრაზებული იყო.
სხდომაზე ბრალდებულმა დანაშაული აღიარა: „ძალიან ვწუხვარ. გულწრფელად ვნანობ მომხდარს და ვისურვებდი დროის უკან დაბრუნებას. არ ვცდილობ ჩემი საქციელის გამართლებას. უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ვინანიებ და შემიძლია, რომ შევიცვალო".
ადვოკატმა თქვა, რომ მის კლიენტს გაუჭირდა პირველი სერიოზული ურთიერთობის გაწყვეტა. გოგონას 22 თვიანი პატიმრობა მიესაჯა.გოგომ 370 კილომეტრი გაიარა იმისთვის, რომ მკვდარი თაგვი ყოფილის საფოსტო ყუთში ჩაეგდო