1692441190
უკრაინის დელეგაცია ლონდონში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა

უკრაინის დელეგაცია ლონდონში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ავრცელებს. როგორც ანდრეი ერმაკი წერს, უკრაინულმა მხარემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინა ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავს თავის პრინციპულ პოზიციას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით.
კიტ კელოგთან შეხვედრას პოზიტიურად აფასებენ უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგაც. მათი თქმით, უკრაინა კვლავაც მზადაა, მშვიდობის მისაღწევად შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა გააგრძელოს.
შეგახსენებთ, რომ ლონდონის მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი თქვეს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა.