VIDEO: ,,მაქვს შფოთვები და ემოციური შეტევები..." - კოსტა პირად მდგომარეობაზე გულახდილად ალაპარაკდა

კოსტა

„პრაიმ ჰაუსის" კამერებმა ამჯერად კოსტა სანიკიძის გულახდილი საუბარი დააფიქსირა. სიფხიზლის მე-3 დღეს, დღიურის დაწერას მაყურებელთან პირისპირ საუბარი ამჯობინა. დაიწყო ვარჯიში, იყო კარტინგზე და გაერთო.

ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, მაინც აქვს შფოთვები და ემოციური შეტევები, მაგრამ აღიარებს, რომ ეს მისი წინა ცხოვრების წესის დამსახურებაა.

იხსენებს მომენტებს, როცა არ შეეძლო ალკოჰოლის გარეშე, როცა არ იყო პროდუქტიული, თვითრეალიზაციის და გაურბოდა სოციუმს. დღეს კი, ყველას მოუწოდებს იბრძოლონ და ეძიონ ბედნიერება.

„შემოქმედი და ხელოვანი ადამიანი ვარ, თავისი სენტიმენტებით. ეს კი ყოველთვის უფრო მეტად მიმძაფრებდა მდგომარეობას. აქაც ბევრი შეცდომა დამაშვებინა, გარკვეულწილად, რადგან განწყობაა. როცა ეს ყოველდღიურობაში გადადის, აუცილებლად დაგაჯდება ბევრი დემონი ერთდროულად და გაგანადგურებს. დასასრული კი ექნება ისეთი, რომელიც დამიჯერეთ არ გაგიხარდებათ. ჯობია იბრძოლო და ეძებო ბედნიერება ამის გარეშე." 

მონაწილეების დამსახურებით, კოსტა დღეიდან ყოველ დღე დაითვლის სიფხიზლის დღეებს.