გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
რუსეთ-უკრაინის ომი რომ მსოფლიოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენას იქონიებდა, ამაზე ექსპერტები ომის დაწყების დღიდან საუბრობდნენ, თუმცა ომის გახანგრძლივებამ პესიმისტური მოლოდინები კიდევ უფრო გაამძაფრა.
ომის ეკონომიკურ „ფასზე“ უკრაინული გამოცემა წერს.
ეკონომიკის ექსპერტი ანდრეი ნოვაკი ამბობს, რომ უკრაინას აგრარული პროდუქტების კიდევ 2 წლის მარაგი აქვს, თუმცა იმავეს თქმა არ შეიძლება იმ ქვეყნებზე, რომლებსაც უკრაინა სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ამარაგებს, განსაკუთრებით აზიის და აფრიკის ქვეყნებზე.
ექსპერტი მიწოდებული პროდუქტების გაძვირების პერსპექტივაზე საუბრობს, რადგან მისი თქმით, თუკი ადრე მიწოდება ხდებოდა საზღვაო ტრანსპორტით, რომელიც იაფი იყო, ახლა უკვე მიწოდების ფორმები შეიცვალა და შესაბამისად, გადაზიდვების ფასის ზრდა პროდუქციის ფასების გაზრდასაც გამოიწვევს.
„ომმა დაარღვია ქვეყნებს შორის ხორბლის მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი. გაზის და ნავთობის მარაგისგან განსხვავებით, სადაც შეიძლება რამდენიმე წლის მარაგი გაკეთდეს, ხორბლის შემთხვევაში ეს შეუძლებელია, ამიტომ ომმა შეცვალა უკვე დალაგებული სიტუაცია და ახლა უკვე რთულია ქვეყნებისთვის, რომლებიც ხორბალს უკრაინიდან იღებდნენ, ახალი მიმწოდებლის პოვნა. მიმდინარე წელი იქნება კრიტიკული“ - ამბობს ექსპერტი.