1738491639
უკრაინაში, სკოლა-ინტერნატის შენობაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
კურსკის ოლქში, უკრაინის მიერ კონტროლირებად ქალაქ სუჯაში, სკოლა-ინტერნატის შენობაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა.
შენობაში 90-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც საევაკუაციოდ ემზადებოდნენ. თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.
ნანგრევების გაწმენდის შედეგად მაშველებმა 84 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათგან 4 მძიმე მდგომარეობაშია.