1738491639
ისმინოს ყველამ, ვინც აპირებს ავტომაგისტრალების გადაკეტვას: კანონის შესაბამისად, არ იქნება არც შინაურის და არც გარეულის დანდობა - არ ჩაიდინოთ უკანონობა, თორემ უეჭველად დაგაპატიმრებენ და მერე არ დაიწყოთ იქიდან ღნავილი - ედიშერ გვენეტაძე
ისმინოს ყველამ ვინც აპირებს მათ მიერ დაანონსებულ საქართველოს საწინააღმდეგო ავანტიურაში ჩაბმას ანუ ავტომაგისტრალების გადაკეტვას - კანონის შესაბამისად არ იქნება, არც შინაურის და არც გარეულის დანდობა. გაფრთხილებენ! - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ვინც ავტომაგისტრალების გადალეტვას აპირებს, უნდა გაითვალისწინონ, რომ კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევთ და მათ სალომე ზურაბიშვილი ვეღარ უშველის. გვენეტაძე იმასაც უსვამს ხაზს, რომ აქტივისტების წამქეზებლები ევროპელი პატრონებისგან მილიონებს იჯიბავენ და რჩეულ კურორტებზე ისვენებენ, რიგით აქტივისტებს კი ხათაბალაში ხვევენ და ციხისთვის იმეტებენ.
“უმძიმესი ბოლო თვეები უდგას იმ ევროკავშირს, რომელიც დარჩენილია ფონ ლაიენების, ფოტიგების, კუბილიუსების და სხვა ლობისტების ქურქში გახვეული კორუმპირებული პოლიტიკოსების და ბიუროკრატიის ამარა. ევრობიუროკრატებმა ოღონდაც კი ხელისუფლება შეინარჩუნონ, ჯიქურ სხვისი ხელით მიდიან ყოველგვარ ავანტიურაზე. ამიტომაც ისმინოს ყველამ ვინც აპირებს მათ მიერ დაანონსებულ საქართველოს საწინააღმდეგო ავანტიურაში ჩაბმას ანუ ავტომაგისტრალების გადაკეტვას კანონის შესაბამისად არ იქნება, არც შინაურის და არც გარეულის დანდობა. გაფრთხილებენ! არ ჩაიდინოთ უკანონობა, თორემ უეჭველად დაგაპატიმრებენ და მერე არ დაიწყოთ იქიდან ღნავილი-მოთქმა, ვაი დედიკონა მიშველეთ, აქედან გამიყვანეთ და მეტს აღარ ვიზამო. შეგახსენებთ სალომე ვერ გიშველით. დიდი ხანია გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე და ვერც ვეღარასოდეს დაბრუნდება. თქვენი აქაური წამქეზებლები ევროპატრონებისაგან მილიონებს იჯიბავენ და რჩეულ კურორტებზე ისვენებენ. თქვენ კი გამოგეწერებათ "ვირის აბანო". ნუ ჩაიგდებთ თავს ხათაბალაში. ვისაც ყურნი ასხია ისმინოს...” - წერს ედიშერ გვენეტაძე.