1761326250
უკრაინაში რკინიგზის სადგურის ბაქანზე მამაკაცმა ხელყუმბარა ააფეთქა. დაიღუპა ოთხი ადამიანი
უკრაინის ჟიტომირის ოლქში რკინიგზის სადგურ „ოვრუჩის“ ბაქანზე მამაკაცმა ხელყუმბარა ააფეთქა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, მამაკაცმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მას შემდეგ აამოქმედა, რაც მასთან სამართალდამცველები მივიდნენ და საბუთების წარდგენა სთხოვეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაიღუპა მესაზღვრე, რომელიც მამაკაცს კითხვებს უსვამდა. დაღუპულია თავად მამაკაციც, რომელმაც ხელყუმბარა ააფეთქა, და კიდევ ორი ადამიანი.
ინციდენტის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა ათს აჭარბებს. დაშავებულთა შორის არის ორი სამხედრო პირი. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ადამიანი, რომელმაც ხელყუმბარა ააფეთქა, ხარკოვის მკვიდრია. ადრე ის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით იყო დაკავებული.











