არუნ ხათრი ასახელებს ხილს, რომელიც კიბოს უჯრედებს ამარცხებს
1761337845
ეს არ არის საქართველოს კანონმდებლობა, რომ რამდენიმე ადამიანმა შეიძლება გადაკეტოს გზა. ეს ყველგან ასეა, რომ რამდენიმე ადამიანი ვერ გადაკეტავს გზას და არც ერთ ქვეყანაში ამის უფლებას არ მისცემენ, - აღნიშნა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.
მისივე თქმით, ადამიანების სიმცირის გამო გზის გადაკეტვა რომ არ შეიძლება ამას ამბობს საერთაშორისო კანონმდებლობა, ამას ამბობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები და ამას ამბობს საქართველოს კანონმდებლობა.
„ყველაზე მეტად იცით, ვისზე ვბრაზდები? - აი, იმ მომწოდებლებზე, ვინც მოუწოდებენ ამ ქუჩის გადაკეტვისკენ და თვითონ არც ერთი ჯარიმა არ მიუღიათ, არც ერთხელ არ გადაუკეტიათ, არც ერთი დღე ციხეში არ გაუტარებიათ, ოღონდ, სხვისი ხელით ნარის გლეჯას ძალიან კარგად ახერხებენ“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.