არუნ ხათრი ასახელებს ხილს, რომელიც კიბოს უჯრედებს ამარცხებს
1761337845
მსახიობი მაკა ძაგანია მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად საცხოვრებლად პანდემიის დროს კახეთში გადავიდა. მაკა ძაგანიას და გია ცერცვაძის წყვილმა მაკას ბებიის სააგარაკე სახლის ეზოში ჯერ ბოსტანი გააშენეს, შემდეგ ვენახი და ბიოპროდუქციას აწარმოებენ. როგორია სოფელში ცხოვრება ამის შესახებ მაკა „პრაიმ ტაიმს“ ესაუბრა.
- 2020 წლის დასაწყისში გადავედი კახეთში, 2021 წელს დავიწყე ვენახის გაშენება. პირველი პერიოდი იყო შოკი, წავედით, პანდემია დაიწყო და ყველაფერს მოვწყდით. ჩვენთან არ არის არანაირი მაღაზია, პურსაც კი ვერ იყიდი - სართიჭალაში მიწევდა პურის გამო სიარული. 15 კილომეტრის გავლა მიწევდა პური რომ მეყიდა, დავგუგლე და დავიწყე პურის ცხობა. ახლა აღარ ვაცხობ და ამასწინათ ჩემმა შვილმა მითხრა, მენატრება შენი გამომცხვარი პურიო. ამის პარალელურად გადავერთე ყვავილებზე და ბოსტანზე, მერე იმდენად შევეჩვიე ამ სიმშვიდეს თბილისში როცა ჩამოვდივარ თავი მტკივდება.
- შვილებიც წაიყვანეთ სოფელში საცხოვრებლად?
- უფროსი შვილი 25 წლის არის და არ წაგვიყვანია ჩვენთან ერთად. ის ჩემს სფეროშია და კლიპებს იღებს. უმცროსი თან წავიყვანეთ და იქედან დაგვყავს სკოლაში. კახეთში გადასვლამდე, მწვანილიც არ მქონდა დათესილი. ხანდახან მგონია რომ თითქოს მელაპარაკება ვაზი, ხანდახან ვამბობ ეტყობა დღეს ჩემზე გაბრაზებულია-თქო. საოცარი შეგრძნებაა ეს ყველაფერი. ნულიდან დავიწყე ყველაფრის აწყობა და მიწერდნენ ამას რა ენაღვლებაო, არადა საქართველოში ყველაზე დაუფასებელი პროფესია მსახიობობაა.
- ვის ეკუთვნოდა ეს სახლი?
- როცა პატარა ვიყავი ბებიაჩემმა და ბაბუაჩემმა სურამში იყიდეს მიწა, სადაც ააშენეს სააგარაკე სახლი. მერე თქვეს შორია და ვერ ვივლითო. ამიტომ გაყიდეს ის სახლი, თანხა ბიძაჩემზე და დედაჩემზე განაწილდა. მე ავაგდე ქვა, თავი შევუშვირე და ვიყიდე ეს ადგილი. იმ დროს იქ ჩამკვდარი იყო ყველაფერი, რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა. წლები მაძახებდნენ ჩემები ამ მიკარგულში რა გინდოდაო, მე კი ვამტკიცებდი გავა დრო და ნახავთ რომ ცდებით-მეთქი და ასეც მოხდა. არ გვინდოდა მხოლოდ მხოლოდ ვენახის დაკალმებული დაცვა, ამიტომ სანერგეს შევუთანხმდით, მერე მივხვდით შესაძლოა სეტყვამ გაგიფუჭოს-თქო და გავაკეთეთ ბადე, მერე წამოვიდა ვალები, ვალები და ვალები, რადგან არანაირი დანაზოგი არ მქონდა და ყველაფერი ვაზმა წაიღო. ძვირია ბოსტნის და ვაზის მოვლა, თან ბიოწარმოებაზე ვართ, ჯერ პატარები ვართ, ვაპირებთ ბიო სერთიფიკატი ავიღოთ და მერე ნელ-ნელა ალბათ შევეპარებით ბაზარსაც.
- როგორც ვიცი თქვენი მეუღლე თბილისში კურიერად მუშაობდა?
- ჩემი მეუღლე ახლაც მუშაობს კურიერად. სამსახურის პოვნა მისთვის რთულია, რადგან ვაზს თავისი პერიოდები აქვს, გაზაფხულიდან ყოველდღიური ყურადღება სჭირდება. ამიტომ ოფიციალური სამსახური მისთვის მიუღებელია. შესაბამისად მორგებული გრაფიკით მუშაობს.
- თქვენ რას საქმიანობთ?
- მე არაფერს არ ვსაქმიანობ. მენატრება გადაღებები, მაგრამ ეს ყველაფერი სოციალურმა ქსელმა ჩამინაცვლა, მაყურებელთან სულ მაქვს კონტაქტი და ურთიერთობა. იუთუბი წამოვიწყეთ, ოფიციალური გადაღების დღე გვაქვს. თეატრიც მენატრება და სერიალიც, მაგრამ სოციალური ქსელით რომ არ მქონდეს მაყურებელთან ურთიერთობა ბევრად გამიჭირდებოდა.
- კახელ მეზობლებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
- სამწუხაროდ, არ მყავს კახელი მეგობრები. ესაა სააგარაკე სივრცე და ძირძველი კახელი მეზობლები არ მყავს. ხშირად მოდიან ჩვენთან სტუმრად ჩვენი მეგობრები. ჩემი ქმარი კარგად წვავს მწვადს და შესაბამისად გემრიელად ვუმასპინძლდებით სტუმრებს.