საფრთხის დონე მაღალია... - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1740335560
უკრაინაში ომი ყველაზე საშიში მომენტია ევროპისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და რუსეთს არ უნდა მივცეთ გამარჯვების უფლება, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ომში რუსეთის წარმატების თავიდან ასაცილებლად, ნატოს წევრ სახელმწიფოებს შესაძლოა კიდევ დიდხანს მოუწევთ უკრაინის მხარდაჭერა იარაღით და სხვა სახის დახმარებით.
„ჩვენს ინტერესებშია, რომ ამ ტიპის აგრესიულმა პოლიტიკამ წარმატებას არ მიაღწიოს. ის, რაც უკრაინაში ხდება, საშინელებაა, მაგრამ ბევრად უარესი სიტუაცია იქნებოდა, რუსეთსა და ნატოს შორის ომი რომ ყოფილიყო“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ამჟამინდელ მსოფლიო წესრიგზე თავდასხმაა.