1750402427
უკრაინაში ომი გრძელდება - ოკუპანტმა ღამით ოდესას შეუტია

უკრაინაში ომი გრძელდება - ოკუპანტმა ღამით ოდესას შეუტია. დაშავდა ორი ადამიანი, დანგრეულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
საომარი მოქმედებების ფონზე, ომის დასრულების პერსპექტივაზე საუბრობს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ისურვებდა, დაპირისპირება უკრაინასა და რუსეთს შორის დონალდ ტრამპის მიმდინარე საპრეზიდენტო ვადაში დასრულდეს.
პარალელურად, საერთაშორისო გამოცემა Financial Times-ი ტრამპის მიერ "დიდი შვიდეულის" სამიტის ნაადრევად დატოვების მიზეზს ასაჯაროებს. გამოცემის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა არ სურდა.