უკრაინამ მოსახლეობისთვის შესაძლოა, უპირობო შემოსავალი შემოიღოს

უკრაინნული ფული

მთავრობა მოსახლეობისთვის უპირობო შემოსავლის შემოღებას განიხილავს.​ ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ოლეგ უსტენკომ განაცხადა.

„მოსახლეობისთვის ე.წ. უპირობო შემოსავლის შემოღების შესაძლებლობა განიხილება - რაც ომამდე განიხილებოდა, მაგრამ მხარდაჭერა ვერ იპოვა, ახლა იმუშავებს. რა თქმა უნდა, მხარდაჭერაც იქნება. რა თქმა უნდა, იქნება მეწარმეობის მხარდაჭერა, მათ შორის ზარალის კომპენსაცია, მაგალითად, ქონების განადგურების გამო. ეს საკითხი უბრალოდ არ განიხილება, ჩვენ უკვე გვაქვს გააზრებული, სად უნდა ვიმოქმედოთ ამ მიმართულებით“,- ამბობს პრეზიდენტის მრჩეველი.

უსტენკომ აღნიშნა, რომ ომიდან სახელმწიფოს დანაკარგები ექსპონენტურად იზრდება. ამასთან, პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, „საერთოდ არ დგას სახსრების სესხების საკითხი“.

„ფინანსთა სამინისტრო სრულყოფილად უმკლავდება ამ საკითხს. ჩვენ ვიღებთ თანხებს სხვადასხვა წყაროდან, საუბარია მილიარდ დოლარზე. გარე სტაბილურობასთან დაკავშირებით, უდავოდ საკმარისი იქნება ჩვენი ოქროს და სავალუტო რეზერვები. როგორც ვიცით, თავიდანვე ომის დროს ეს იყო 29 მილიარდი დოლარი, შემდეგ შემცირდა 27-27,5 მილიარდ დოლარამდე, შემდეგ მოხდა ვალუტის ინექცია და ჩვენ ისევ გვაქვს რეზერვები 29 მილიარდი დოლარის დონეზე“, - განაცხადა მან.