სვიატოსლავ ვაკარჩუკმა ქალიშვილთან ერთად იშვიათი ფოტო გამოაქვეყნა

სვიატოსლავ ვაკარჩუკი

Okean Elzy-ს სოლისტი, სვიატოსლავ ვაკარჩუკი, რომელიც ჯარს შეუერთდა, რამდენიმე დღით ლვოვში ჩავიდა. იქ შეხვდა თავის ქალიშვილ დიანა ფონარევას. მასთან ერთად გადაღებული ფოტო კი სოციალურ ქსელში გააზიარა.

ფოტოზე მათ უჭირავთ უკრაინის დროშა, რომელიც წარმოდგენილია უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-10 ცალკეული სამთო თავდასხმის ბრიგადის სამხედროების მიერ.

„სხვათა შორის, თანამოაზრეების გუნდთან ერთად, ომის პირველივე დღეებიდან მოხალისედ მსახურობს ლვოვში. ისინი ეხმარებიან აღმოსავლეთიდან ლვოვში ჩასულ ლტოლვილებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში თავშესაფრის პოვნაში“,- ნათქვამია წარწერაში.

დიანა არის სვიატოსლავ ვაკარჩუკის პირველი მეუღლის, ლიალია ფონარევას ქალიშვილი, რომელთანაც მომღერალი 20 წელია დაქორწინებულია (განქორწინება გამოცხადდა 2021 წლის ზაფხულში).