რომელ საფლავებს უნდა მოერიდოთ და რის შესახებ აფრთხილებენ სასაფლაოზე გამსვლელებს ეზოტერიკოსები
1743714167
უკრაინის ხელისუფლება შეერთებულ შტატებს სთავაზობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკისგან უფრო შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს მიიღებენ, უკრაინული მხარე დარტყმის სამიზნეებს მათთან შეათანხმებს, - ინფორმაციას CNN-ი საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საუბარია არმიის ტაქტიკურ სარაკეტო სისტემებზე ანუ ATACMS-ზე, რომლებსაც დაახლოებით 200 მილის (300 კილომეტრის) მანძილის დაფარვა შეუძლიათ, რაც დაახლოებით ოთხჯერ აღემატება იმ მანძილს, რომლის დაფარვაც აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილ მობილურ სარაკეტო სისტემებს, HIMARS-ებს შეუძლიათ.
უკრაინისგან თხოვნის მიუხედავად, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ATACMS-ის სარაკეტო სისტემების მიწოდება ჯერჯერობით არ დაუმტკიცებია. აშშ-ში აცხადებენ, რომ უკრაინა კარგად იყენებს HIMARS-ის სისტემებს. ასევე ადმინისტრაციაში არსებობს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის იარაღის მიწოდება რუსეთმა, შესაძლოა, „წითელი ხაზის“ გადაკვეთად აღიქვას.