„სხვა გზა არ მაქვს, ნატა... ძალიან არ მინდოდა...“ - თამუნა მუსერიძე
1794339158
პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო რეფერენდუმი აღიარა ჩრდილოეთ კორეაა.
ფხენიანში აცხადებენ, რომ ე.წ. რეფერენდუმმა გაეროს წესდების თანახმად ჩაიარა.
30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პურინმა და მარიონეტმა ლიდერებმა უკრაინის ოთხი ტერიტორიის - დონეცკის, ლუგანსის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი მოაწერეს. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ სახალხო რეფერენდუმი 27 სექტემბერს ჩატარდა.
უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ე.წ რეფერენდუმებს ყალბს უწოდებენ და აცხადებენ, რომ შედეგები წინასწარ იყო განსაზღვრული.