უკრაინა ჩინეთს მოუწოდებს, მისი უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს

დმიტრო კულება

უკრაინა ჩინეთს მოუწოდებს, მისი უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ამჟამად უკრაინა სწავლობს უსაფრთხოების გარანტიების მიღების შესაძლებლობებს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებისგან, მათ შორის, ჩინეთისგან და სხვა მსხვილი სახელმწიფოებისგან. ჩვენი წინადადებაა ჩინეთისთვის, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი, ეს ჩვენი პატივისცემისა და ნდობის გამომხატველი ნიშანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისადმი", - განაცხადა კულებამ.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, უკრაინა იმედოვნებს, რომ ჩინეთი რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.