დანია უკრაინას ჯავშანტრანსპორტიორებსა და ნაღმტყორცნებს გადასცემს

დანია

დანია უკრაინას ჯავშანტრანსპორტიორებსა და ნაღმტყორცნებს გადასცემს, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალები დანიისგან მიიღებს 25 Piranha III ბორბლიან ჯავშანტრანსპორტიორს, რომლებიც შვეიცარიულმა კომპანია Mowag-მა შექმნა. ასევე  უკრაინას  50 M113 G3 DK ტიპის ჯავშანტრნსპორტიორი გადაეცემა. 

გარდა ამისა, დანია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს M10 ტიპის მძიმე ნაღმტყორცნებსა და მასთან ერთად ათასობით ჭურვს გადასცემს.