უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, დაღუპული სტეფან ტარაბალკა „კიევის აჩრდილი" არაა

“კიევის აჩრდილი” დაიღუპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობის ცნობით, უკრაინელი გმირი სტეფან ტარაბალკა არაა „კიევის აჩრდილი" და მას 40 რუსული თვითმფრინავი არ ჩამოუგდია.

„კიდევ ერთხელ ვთხოვთ უკრაინის საზოგადოებას ნუ იტყვიან უარს ინფორმაციული ჰიგიენის ელემენტარულ წესებზე, ნუ აურევენ სასურველსა და რეალურს და შეამოწმონ ინფორმაციის წყარო მის გავრცელებამდე. უკრაინის გმირი, სტეფან ტარაბალკა არ არის „კიევის აჩრდილის" და მას არ ჩამოუგდია 40 თვითმფრინავი.

2022 წლის 13 მარტს მაიორი სტეფან ტარაბალკა გმირულად დაიღუპა საჰაერო შეტაკებაში, რუსი ოკუპანტების რიცხობრივად ჭარბ ძალებთან“ - წერია განცხადებაში.

ასევე, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, „კიევის აჩრდილი" როგორც ერთი, კონკრეტული პიროვნება არ არსებობს და უფრო მეტად ურბანული ლეგენდაა, ვიდრე რეალური ამბავი.

შეგახსენებთ, 29 აპრილს ერთ-ერთმა სოლიდურმა ბრიტანულმა გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია „კიევის აჩრდილის" დაღუპვის შესახებ.