უხამსი ვიდეოების მოპოვების მიზნით, სამხრეთ კორეაში ჰაკერებმა 120 ათასზე მეტი სახლის სათვალთვალო კამერა გატეხეს

ჰაკერები/კამერა

უხამსი ვიდეოების მოპოვების მიზნით, სამხრეთ კორეაში ჰაკერებმა 120 ათასზე მეტი სახლის სათვალთვალო კამერა გატეხეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

პოლიციამ საქმეზე 4 ადამიანი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი კამერებიდან აღებულ კადრებს უცხოური ვებსაიტისთვის სექსუალური შინაარსის კონტენტის შესაქმნელად იყენებდნენ.