ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება 2026 წლისთვის
1764708081
სტატისტიკის მიხედვით, დღეს პორნოგრაფია უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა: 2018 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ერთი თვის განმავლობაში კაცების 91,5% და ქალების 60,2% მოიხმარდა მსგავს მასალას.
როგორც ცვლის ტვინს პორნოგრაფია
2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ — ტვინის ერთ-ერთმა პირველმა კვლევამ პორნოგრაფიის მამრობითი სქესის მომხმარებლებზე — აღმოაჩინა კორელაცია პორნოგრაფიის გამოყენებასა და ნაცრისფერ მატერიის შემცირებას შორის. ეს ხდება ტვინის დაჯილდოების სისტემის ნაწილში, რომელიც მონაწილეობს მოტივაციასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
სავარაუდოდ, ეს უკავშირდება იმ ფაქტს, რომ პორნოგრაფიის უფრო დიდი რაოდენობით მოხმარებისას ქვეითდება კავშირი ტვინის ფრონტალურ ქერქსა — ანუ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ნაწილსა — და დაჯილდოების სისტემას შორის. შედეგად, ეს იწვევს მეტ სურვილსა და იმპულსურ ქცევებს, რადგან ადამიანს სჭირდება უფრო მეტი სტიმული, რათა იგრძნოს იმავე დონის სიამოვნება, რაც ადრე.
სხვა კვლევამ, რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ სუბიექტების 49% ისეთ მასალას მოიხმარდა, რომელსაც აქამდე ამაზრზენადაც კი მიიჩნევდა. რადგან პორნოგრაფია შეიძლება იწვევდეს ტვინში ცვლილებებს და სიამოვნების აღქმაზეც ახდენდეს გავლენას, მომხმარებლებმა, შესაძლოა, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ექსტრემალური პორნოგრაფიის გამოყენება დაიწყონ.
საბოლოოდ, ეს ყველაფერი შეიძლება აისახოს ჩვენს პირად ცხოვრებაზე და ურთიერთობებზე.
როგორ მოქმედებს პორნოგრაფია ურთიერთობებზე
არსებობს კვლევები, რის მიხედვითაც, პორნოგრაფიას შეიძლება დადებითი ეფექტიც ჰქონდეს. მაგალითად, ხელი შეუწყოს წყვილების სექსუალური ფანტაზიების განვითარებასა და ფანტაზიებს. მიუხედავად ამისა, კვლევების უმეტესობა უთითებს, რომ პორნოგრაფიის გამოყენებას უარყოფითი ეფექტი აქვს ურთიერთობებზე.
პორნოგრაფიის ხშირად გამოყენება ძირითადად ასოცირდება ურთიერთობისგან ნაკლებ კმაყოფილებასთან. მეტიც, ეს ასოცირდება ღალატის უფრო მაღალ მაჩვენებელთან, ერთგულების დაბალ დონესთან და ნდობის ნაკლებობასთან.
ასევე ფიქსირდება გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია არარეალურ მოლოდინებთან, პარტნიორის მიმართ სექსუალური ინტერესის დაქვეითებასთან.
2011 წლის კვლევამ აჩვენა, რომ პორნოგრაფიის გამოყენება პირდაპირ დაკავშირებული იყო წყვილებს შორის სექსის ნაკლებობასთან.
2021 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც 18-დან 35 წლამდე ასაკის კაცებში პორნოგრაფიის მოხმარებასა და სექსუალურ დისფუნქციას შორის კავშირს იკვლევდა, აჩვენა, რომ მათგან 20%-ში გარკვეული სექსუალური დისფუნქცია ფიქსირდებოდა.
იმავე წელს ცატარებულმა, კიდევ ერთმა კვლევამ, რომელშიც 14-დან 17 წლამდე 11 000 ევროპელი მოზარდი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ისინი, ვინც პორნოგრაფიას მოიხმარდნენ, უფრო მეტად დაკავშირებულები იყვნენ აგრესიულ ქცევასთან.
გამოსავალი
ვინაიდან პორნოგრაფიის გამოყენება ზოგჯერ ასოცირდება სირცხვილთან, მნიშვნელოვანია ეს გადაილახოს. თუ წყვილიდან ერთ-ერთი დამოკიდებულია პორნოგრაფიაზე, მნიშვნელოვანია, რომ მათ ეს ერთად გადალახონ.
მკვლევრების თქმით, პარტნიორთან ამ თემაზე საუბარი მნიშვნელოვნად დაეხმარება ადამიანს შესაბამისი პრობლემების დაძლევაში. ამასთან, არსებობენ შესაბამისი თერაპევტებიც, რომლებისთვისაც მიმართვა არასდროს არის გვიან. წყარო