„თუ მეხსიერება გაგიუარესდა, ეს 8 ანალიზი ჩააბარე“ - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია
1764620999
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ააიპ „გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს“ თანამშრომელი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით იღებდა ქრთამს.
დაკავებულმა პირმა, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, ტყის მასივში შესაბამისი ნებართვის გარეშე საკემპინგე ადგილის მოწყობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა ფულადი თანხა 1 400 აშშ დოლარის ოდენობით.
ბრალდებული დაკავებულ იქნა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის აღებისთანავე, ხოლო ფულადი თანხა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, - ნათქვამია განცხადებაში.