"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
უკრაინას მისთვის წამგებიან სამშვიდობო გეგმაზე დათანხმება მოუწევს. სტატიას ამ შინაარსით Politico ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ვაშინგტონის მიერ კიევისთვის შეთავაზებული გეგმა უკრაინას დაანაწევრებს, ქვეყანა ვერ მიიღებს უსაფრთხოების მყარ გარანტიებს და რუსეთს ხელახალი თავდასხმის შესაძლებლობას მისცემს.
Politico ამერიკის სამშვიდობო ინიციატივებს უკრაინისთვის საშინელი შედეგების მომტანს უწოდებს. გამოცემა წერს, რომ ასეთი შეთანხმება ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის დასასრულსა და ქვეყნის პოლიტიკურ ქაოსში მოქცევას ნიშნავს.