პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის გამო, რომლის ეპიცენტრი იყო კაჰრამანმარაში, თურქეთის დიდი ეროვნული კრების გენერალური ასამბლეის მუშაობა შეჩერდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, AKP ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილემ მუსტაფა ელიტაშმა განაცხადა, რომ თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის მუშაობა ამ კვირაში შეჩერდება.
ცნობისთვის, პირველი მიწისქვეშა ბიძგებმა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1200-ს გადააჭარბა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობა უახლოეს საათებში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკასა და მაშველებს გააგზავნის.