VIDEO: მიწისძვრის განმეორებითი ბიძგები ბათუმშიც იგრძნობოდა

ბათუმი

დღეს, 6 თებერვალს, საქართველოს დროით 14:25 საათზე განმეორებითი მიწისძვრა მოხდა თურქეთში. პირველადი ინფორმაციით მიწისძვრის ბიძგები 7.8 მაგნიტუდას აღწევდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი კაჰრამანმარაშის პროვინციაში, ელბისტანის რაიონში იყო.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მიწისძვრა რამდენიმე წუთის განმავლობაში იგრძნობოდა ბათუმშიც. ქალაქის ზოგ უბანში ხალხი სახლებიდან საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში გამოვიდა.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად ერთი ქართველი გარდაიცვალა. როგორც პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, ამ დროისთვის დაღუპულია 912 ადამიანი. დაინგრეულია 2818 შენობა დაინგრა.

ფოტო - „ბათუმელები“ ; ვიდეო კობა ფარტენაძე