პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსი მოდელი და მისი ქალიშვილი პოპულარულ თურქულ კურორტ ბოდრუმთან მოკლული და ზეწრებში გახვეული იპოვეს. - წერს dailymail
მათი ცხედრების აღმოჩენის შემდეგ, რომლებიც თოკებით იყო შეკრული და ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით გადაყრილი, ეჭვი 45 წლის ანდრეი კუსლევიჩზე მიიტანეს და საერთაშორისო დევნა გამოაცხადეს.
ვიდეოში ჩანს, როგორ ამოჰყავს პოლიციას 42 წლის ირინა დვიზოვასა და მისი 15 წლის ქალიშვილის დაიანას ცხედრები. ახლობლებმა თქვეს, რომ მათ დედა-შვილთან ონტაქტი არ ჰქონიათ და პოლიციამ მათი ბოდრუმის ვილის დივანზე სისხლი და მამაკაცის ნაკვალევი აღმოაჩინა.
ვიდეოკამერებიდან ამოღებულ ჩანაწერებში ჩანს, მანქანა მივიდა გორაზე, საიდნააც გადააგდეს მათი ცხედრები, ორივეს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით. დაიწყეს ირინას ყოფილი ქმრის ძებნა, რომელიც ოდესღაც უკრაინელი ბიზნესმენის დაცვის თანამშრომელი იყო.
ერთ-ერთი ვერსიაა, რომ მკვლელობა ირინას შვილის მეურვეობის საკითხს უკავშირდება.
ივნისში მან მოსკოვის სასამართლოს სთხოვა, აეკრძალა ყოფილი ქმრისთვის, ლიტვის მოქალაქე კუსლევიჩისთვის, ბიჭთან წვდომა.
ბიჭი, სახელად მაკარი, ორმაგი მკვლელობის შემდეგ გაუჩინარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის ქვეყანაში იმყოფებოდა და შემდეგ წავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის პოლიციამ ინტერპოლს დახმარება სთხოვა კუსლევიჩისა და ბიჭის მოსაძებნად, რომელიც სავარაუდოდ მასთან ერთად იმყოფება.
ირინა და მისი ქალიშვილი რამდენიმე დღის წინ დაიკარგნენ მას შემდეგ, რაც მეგობრებმა და ახლობლებმა მათთან დაკავშირება ვერ შეძლეს.
მისი ფიტნეს ტრენერი მივიდა ვილაში და აღმოაჩინა, რომ კარი გატეხილი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ირინა, სამი შვილის დედა, მოდელი იყო და ბოლო დროს ბოდრუმში უძრავი ქონების აგენტად მუშაობდა.
მისი ქალიშვილი იყო TikToker, დაახლოებით 30 000 გამომწერით და აპირებდა დედის კვალს გაჰყოლოდა, როგორც მოდელი.
თურქეთში მყოფი რუსი დიპლომატები დედისა და ქალიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს უკავშირდებიან.
დაიანამ ახლახან გამოაქვეყნა ვიდეო სოციალურ ქსელში, სადაც ნათქვამია, რომ ის და დედამისი სტამბოლში გაემგზავრნენ 15 წლის დაბადების დღის აღსანიშნავად.
კუსლევიჩი, ირინას მეორე ქმარი, იყო უკრაინელი ბიზნესმენის დაცვის თანამშრომელი.
გავრცელებული ინფორმაციით, ის ბრილიანტების ქურდობაში ეჭვმიტანილი იყო და პატიმრობიდან გაქცევის შემდეგ რუსეთში ეძებდნენ.
ირინას უფროსმა ვაჟმა, დევიდმა, რომელიც 20 წლისა, თქვა, რომ დედამ „არ მისცა ბავშვს [მაკარს] მამასთან კომუნიკაციის უფლება“.
მან თქვა: ”ბოლოს ველაპარაკე დედაჩემს და დას ხუთშაბათს.
”მე არ შემიმჩნევია დედაჩემში რაიმე შემაშფოთებელი ქცევები“.
დავითის თქმით, მამინაცვალი წარსულში დედაზე ძალადობდა და სცემდა.
ასევე ნახეთ:
უიშვიათესი ვიდეო - ვენერას ზედაპირის აქამდე უცნობი კადრები გადაიღეს
„იმერული ხაჭაპურის მომზადება გაძვირდა - ფასები ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტზე გაიზარდა“