1734207713
„კონფლიქტის გამო, ქალმა პოლიციაში უჩივლა... 2 თვე იჯდა...“ – რას ჰყვება ყოფილი ცოლის დაჭრასა და მისი მეუღლის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ბიძა
საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა და მისი ქმარი მოკლა, წარსულში ყოფილ მეუღლეზე ძალადობის მუხლით იყო დაკავებული, მას წინასწარი პატიმრობაც ჰქონდა შეფარდებული, თუმცა, საპატიმრო დაწესებულება ორი თვის წინ დატოვა.
მედიის ცნობით, ინფორმაციას ადასტურებს თავად დაჭრასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილის, იაკუბ ხიხავაროვის ბიძა.
მისი განცხადებით, კაცს ყოფილ ცოლსა და მის მეუღლესთან, რომელიც, ასევე, მისი ბავშვობის მეგობარი იყო, კონფლიქტი ჰქონდა.
როგორც ეჭვმიტანილის ბიძა ამბობს, მეგობრებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ქალმა ქმრის მეგობართან მიმოწერა დაიწყო“.
„მეგობარი იყო, ჰქონდათ ოჯახში მისვლა-მოსვლა და ყველაფერი. ამ ბიჭს მის ცოლთან ჰქონია ურთიერთობა, ტელეფონზე მათი მიმოწერები ნახეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
„თქვენი მომავალი გაცილებით ნათელი იქნება...“ - როგორია კვირის ასტროლოგიური პროგნოზი
ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა დაჭრა - საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის დეტალები