თურქეთი ასახელებს ქვეყანას, საიდანაც, მათი მტკიცებით, აფეთქების ბრძანება გასცეს

აფეთქება სტამბოლში

დგას თუ არა "ქურთისტანის მუშათა პარტია" სტამბოლში მომხდარი აფეთქების უკან? თურქეთის შს მინისტრის ინფორმაციით, თავდასხმის შესახებ ბრძანება ჩრდილოეთ სირიიდან გასცეს, სადაც ქურთთა გასამხედროებული ჯგუფის შტაბ-ბინა მდებარეობს - ჯგუფს თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

სულეიმან სოილუ ამბობს იმასაც, რომ აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა, თუმცა ამ ინფორმაციას არცერთი მედია საშუალება, ამ ეტაპზე, არ ადასტურებს. დაკავებულია მომხდართან კავშირში მყოფი ერთი პირი. მისი ვინაობის შესახებ ინფორმაცია უცნობია.

პარალელურად, გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს ქალი, რომელიც დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში სკამზე ზის, აფეთქებამდე 2 წუთით ადრე დგება და ადგილზე ტოვებს ჩანთას. ინცინდეტის მახლობლად ისმოდა სროლის ხმაც.

აქვს თუ არა მომხდარს კავშირის აფეთქებასთან, დეტალები არ კონკრეტდება. ტელეკომპანია "ალჯაზირას" ინფორმაციით, საქმეში კიდევ ორი პირი ფიგურირებს.

აფეთქება სტამბოლის ცენტრში გუშინ 5 საათისთვის მოხდა. ადგილზე 4 ადამიანი დაიღუპა, ორი კი მოგვიანებით საავადმყოფოში. დაშვებულია 81. მათ შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

ქუჩა, სადაც თავდასხმა მოხდა ამ დრომდე გადაკეტილია - ტერიტორიაზე სპეციალური ლენტია გაბმული. მობილიზებულია პოლიცია.