VIDEO: რა მოხდა სტადიონზე „ლეგენდების მატჩის“ შემდეგ
1747429096
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, „საჭიროების შემთხვევაში“, მშვიდობის უზრუნველსაყოფად უკრაინაში ჯარები გაგზავნოს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას AFP ავრცელებს.
„მისიაში მონაწილეობის საკითხი შეფასდება ყველა დაინტერესებულ მხარესთან, თუ საჭიროდ ჩაითვლება რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებისთვის.
ბოლო მოვლენების შემდეგ ჩვენი ქვეყნის გარეშე ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია“, - ნათქვამია განცხადებაში.
„როგორც ნატოსა და ეუთოს წევრი ქვეყანა, თურქეთი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილია თავისი მოწინავე თავდაცვის ინდუსტრიით, მნიშვნელოვანი როლით რეგიონული კრიზისების გადაწყვეტაში და ძლიერი არმიით“, - ხაზს უსვამს ანკარა.