„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ჯეიმს ჰიპის თქმით, თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს განახორციელებს, ეს სავსებით ლეგიტიმური იქნება. მან ამის შესახებ Times Radio-სთან ისაუბრა.
კითხვაზე თვლის თუ არა ბრიტანეთი, რომ უკრაინულ ძალებს რუსეთზე თავდასხმის უფლება აქვთ, ჰიპიმ ასე უპასუხა:
„რა თქმა უნდა ასე ვთვლით. ფაქტია, რომ უკრაინა სუვერენული ქვეყანა იყო, რომელიც საკუთარ საზღვრებში მშვიდობიანად ცხოვრობდა. შემდეგ კი სხვა ქვეყანამ გადაწყვიტა, მისი საზღვრები დაერღვია და მათ ქვეყანაში 130 000 ჯარისკაცი შეეყვანა. ამით დაიწყო ომი უკრაინასა და რუსეთს შორის, და ამ ომში უკრაინას სჭირდება დარტყმა ოპონენტის ტერიტორიის სიღრმეში, რათა იერიში მიიტანოს ლოგისტიკურ ხაზებზე, საწვავის მარაგებზე, საკომუნიკაციო ობიექტებზე, და ეს ომის ნაწილია“. - განაცხადა ჰიპიმ.
ამასთან, ჰიპიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის რუსეთის სიღრმეებში ლოგისტიკური ხაზების სამიზნეში ამოღება სავსებით ლეგიტიმური იქნება, რადგან თუ ეს ხაზები არ დაირღვევა, ის პირდაპირ წვლილს შეიტანს უკრაინულ მიწაზე მასობრივ მკვლელობებში.