„ვისაც მცირეწლოვანი ბავშვები გყავთ, გთხოვთ, ზღვაზე არ წახვიდეთ!“ - ნანუკა გულუა
1784463360
წყალდიდობას ინდოეთში სულ მცირე 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება. სტიქია გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია, რომლის გამოც მდინარე დხარალი კალაპოტიდან გადმოვიდა, საცხოვრებელი სახლები დააზიანა, ავტომობილები გაიტაცა და ასობით ადგილობრივი მოსახლე იძულებული გახადა გახიზნულიყო.
ინდოეთის მეტეოროლოგიური სამსახური ქვეყნის ფედერალურ ტერიტორიებზე მოსალოდნელი ძლიერ წვიმის ახალი ტალღის შესახებ იტყობინება და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.