ილია თოფურიას გულწრფელი აღიარება - რატომ დასრულდა მისი და ჯორჯინა უზკატეგუის ურთიერთობა
1783712768
რუსეთის ფედერაციამ აშშ-ს 56 ვიზა მოსთხოვა, რათა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან ერთად დელეგაცია გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე გამგზავრებულიყო, თუმცა არცერთი არ მიუღია. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
როგორც გაეროში რუსეთის ელჩი ვასილი ნებენზია წერს, ამერიკული მხარე ბოლო თვეების განმავლობაში მუდმივად უარს ამბობდა ვიზების გაცემაზე რუსი დიპლომატებისთვის, რომლებსაც გაეროს ღონისძიებებში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.
ამერიკულ მხარეს შეუძლია უარი თქვას ვიზების გაცემაზე უცხოელი დიპლომატებისთვის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მიზეზების გამო.
შეგახსენებთ, 12 სექტემბერს ნიუ-იორკში მუშაობას გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესია დაიწყებს. 20 სექტემბერს შეხვედრების კვირეული დაიწყება - სამუშაოებში მონაწილეობას სახელმწიფოთა ლიდერები მიიღებენ.