ვრცელდება ახალი ტიპის პნევმონია, რომელსაც სამი ადამიანი ემსხვერპლა - ჯანმო ფაქტებს იძიებს

ექიმები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აკვირდება პნევმონიის იდუმალ გავრცელებას, რომელმაც სამი ადამიანი იმსხვერპლა.

დაფიქსირებული 10 შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია არგენტინაში კერძო კლინიკასთან. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

სამივე გარდაცვლილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებიც ჰქონდათ. სიმპტომები მოიცავდა ცხელებას, კუნთების და მუცლის ტკივილს და ქოშინს. რამდენიმე პაციენტს აღენიშნებოდა პნევმონია ორივე ფილტვში.

გამოცემის ცნობით, ცნობილი რესპირატორული ვირუსების და სხვა ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი აგენტების ტესტები უარყოფითი იყო. ბიოლოგიური ნიმუშები გაიგზავნა არგენტინის ლაბორატორიებისა და ჯანმრთელობის ინსტიტუტების ეროვნულ ადმინისტრაციაში დამატებითი ტესტირებისთვის, რომელიც მოიცავს ტოქსინების არსებობის ანალიზს.

პანამერიკული ჯანდაცვის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მონიტორინგს უწევს ეპიდემიის გავრცელებას და ეხმარება ადგილობრივ ჯანდაცვის წარმომადგენლებს საქმის გამოძიებაში.

ექიმმა მაიკლ ოსტერჰოლმმა, მინესოტას უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა ექსპერტმა თქვა, რომ ​ასეთი „იდუმალი დაავადებები“ ყველაზე ხშირად ზოგიერთი ადგილობრივი ეპიდემიით აიხსნება, რომელსაც არ აქვს პანდემიის შედეგები.

ვირუსის შემთხვევები პირველად 18 აგვისტოს გამოვლინდა, მაგრამ მეცნიერებმა უკვე გამორიცხეს, რომ ის დაკავშირებულია კოვიდთან, გრიპთან და ჰანტავირუსთან.