პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მოდელი ები ჩოი მოკლეს და გვამი დაანაწევრეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ყოფილი ქმარია.
ჰონკონგში ცნობილი მოდელის ები ჩოის ყოფილ მეუღლესა და მის ნათსავებს 28 წლის გოგონას მოკვლასა და დანაწევრებაში ედება ბრალი. CNA-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ნაშთები აგარაკზე აღმოაჩინეს, რომელიც სასაკლაოდ იყო გადაკეთებული. პოლიციამ აღნიშნა, რომ გარდაცვლილის კიდურები მაცივარში იპოვეს.
გარდა ამისა, სახლში ნახეს ელექტრო ხერხი და ხორცსაკეპი მანქანა, რომელიც ხორცის დასაფქვავად გამოიყენეს. დანაშაულის ადგილზე ასევე აღმოჩენილია ორი ქვაბით კერძი, რომელიც შესაძლოა ადამიანის ხორცით მომზადებული აღმოჩნდეს, მაგრამ მოკლულის თავი ვერ იპოვეს. მოდელის ყოფილი ქმარი უკვე დააკავეს, მამაკაცი ნავით ცდილობდა ჰონკონგის დატოვებას. გარდა ამისა, მკვლელობაში ბრალი წაუყენეს მის მამას, დედას და უფროს ძმას.
„ჩვენი ინფორმაციით, მსხვერპლს და მისი ყოფილი მეუღლის ოჯახს ფინანსური დავა ჰქონდათ, რაც დაკავშირებული იყო უზარმაზარ თანხებთან“, - განაცხადეს სამართალდამცველებმა.
ჩოი 22 თებერვალს გაუჩინარდა. მკვლელობის ორგანიზება შესაძლოა მოეწყო ყოფილ მამამთილს, რომელიც უკმაყოფილო იყო იმით, თუ როგორ განკარგა რძალმა თავისი ქონება, ჰონკონგის ერთ-ერთ ელიტარულ რაიონში.