ცნობილი ხდება რომის პაპის გარდაცვალების მიზეზი

სხვადასხვა

ვატიკანი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შესახებ ოფიციალურ სამედიცინო დასკვნას აქვეყნებს, რომელიც ელექტროკარდიოგრაფიული თანატოგრაფიით დადასტურდა.

Vatican News-ის ცნობით, პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების მიზეზად ინსულტი დასახელდა, რასაც კომა და შეუქცევადი გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი მოჰყვა.

სამედიცინო დასკვნის თანახმად, პაპს ადრე ჰქონდა მწვავე რესპირატორული უკმარისობა, რომელიც გამოწვეული იყო ორმხრივი პნევმონიით, მრავლობითი ბრონქოექტაზიით, მაღალი არტერიული წნევით და II ტიპის დიაბეტით.