სიტყვებს ვერ ვუყრი თავს... - ცნობილია, ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა

ლუკა

გავრცელებული ინფორმაციით, მტკვარში ახალგაზრდა ჩავარდა, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა. ის ლუკა გომარელია. სამწუხარო ინფორმაციას გარდაცვლილის მეგობრები და ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

როგორც ირკვევა, დაღუპულს დედა ემიგრანტი ჰყავდა, რომელიც სამშობლოში ბრუნდება.

„სოფი, არ ვიცი საიდან მოვუყარო სიტყვებს თავი... ამ დროს როგორ უნდა ანუგეშო გამწარებული დედა.  დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს, არა და ახლა კიდევ ემიგრანტს, მონატრებულს...  არ ვიცი, არ ვიცი რა გითხრა, გავქვავდი რომ გავიგე, სიტყვებს ვერ ვუყრი თავს... როგორი ბედნიერი იყავი, როცა აქ გყავდა... ღმერთო, რატომ...

სოფი, უფალმა გაგაძლიეროს...  შენს ლუკას კი ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს... სიტყვებს ვერ ვპოულობ, რა გითხრა, რით განუგეშო,“ - წერს ოჯახის ახლობელი.