ნომერ პირველი ბოსტნეული, რომელიც სისხლში შაქრის დონეს ამცირებს - დიეტოლოგების რეკომენდაცია
1745256337
განსაკუთრებული სიმძიმით ჩადენილი ორმაგი მკვლელობის საზარელი დეტალები „პოლიციის ფაილებში“... სამართალდამცველები ჰყვებიან, რა ვითარებაში იპოვეს მიტოვებულ ქარხანასთან ცოლ-ქმარი ჩამარხული და როგორ მოხდა ამ სასტიკი მკვლელობის გამოძიება.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ზოგიერთი ადგილი და სახელი შეცვლილია.
2022 წელს, ბრალდებულმა 19 დეკემბერს ფინანსური დავის ნიადაგზე სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა ცოლ-ქმარს — 1983 და 1981 წელს დაბადებულ პირებს. შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით ცხედრები შემთხვევის ადგილთან ახლოს დამარხა და მიიმალა.
სამართალდამცველებმა, მკვლელობაში ბრალდებული, 1987 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე თბილისში დააკავეს.
პოლიციის ფაილებში, ქართველი სამართალდამცველები ჰყვებიან, რომ თავდაპირველად ცოლ-ქმრის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 112-ში შევიდა. ინფორმაცია მათ წყვილის შვილმა მიაწოდა.
საგამოძიებო მოქმედებები მაშინვე დაიწყო. გამოიკითხა შვილი, რომელმაც სამართალდამცველებს უთხრა, რომ მშობლები ბიზნესის გაფართოებას გეგმავდნენ. შვილმა არ იცოდა, ვისთან კონტაქტობდა მშობლები. ამიტომ დაიწყო ლოკაციის მოძიება, სად შეიძლებოდა გადაადგილებულიყო ცოლ-ქმარი და მიაგნეს ადგილს, სადაც ფიქსირდებოდა მათი ტელეფონები...
გამოძიებით დადგინდა, რომ ცოლ-ქმარს ბოლო ლოკაცია ჰქონდა ერთ-ერთ უფუქციოდ დარჩენილ ქარხნის ტერიტორიაზე. საგამოძიებო სამუშაოები სწორედ ამ ტერიტორიაზე დაიწყო. სადაც სამართადამცველებმა ძალიან მძიმე სურათი ნახეს.
ახლამიყრილ მიწიდან ადამიანის სხეულის ნაწილი ჩანდა. ადგილზე გამოიძახეს კრიმინალისტები. კრიმინალისტების მუშაობის დროს ცხედრები გათავისუფლდა მიწის მასისგან და გაირკვა რომ ერთი ცხედარი ქალის, მეორე კი მამაკაცის იყო.
დათვალიერების შედეგად დადგინდა რომ საქმე ჰქონდათ ორმაგ მკვლელობასთან...
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს უფროსი გამომძიებელი ვიქტორ მახარაძე „პოლიციის ფაილებში“ ჰყვება, რომ არტურმა მკვლელობის განსახორციელებლად ცოლ-ქმარი მიტოვებული ქარხნის ტერიტორიაზე დაიბარა. რაც წინასწარ იყო შერჩეული და დაჰპირდა რომ მანქანებს აჩვენებდა.
მისვლისას, რომ დაინახეს მანქანები არ იყო შელაპარაკება მოუვიდა არტურთან. რაჯი და დალი ფულის დაბრუნებას ითხოვდნენ. ბოლოს რაჯიმ წინ წასვლა გადაწყვიტა, თუმცა არტურმა დალის დანა რამდენჯერმა დაარტყა მუცლის არეში და რაჯი ხმაურზე მობრუნდა. მასაც გულმკერდის არეში დაარტა არტურმა. ბოლოს ძირს დავარდნილ ცოლ-ქმარს დაგდებული ქვით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. იმ მიზნით რომ დანაშაული დაფარულიყო ორივე გვამი თხრილში ჩაყარა და დამარხა... დანაშაულის ჩადენიდან 24 საათში, სამართალდამცველებმა მკვლელი დააკავეს და ის წარდგა მართლმსაჯულების წინაშე.
დეტალები ნახეთ ვიდეოში ⇓