VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS სამართალდამცავზე დაყრდნობით ამბობს, რომ ბომბი, რომლის მანქანაში აფეთქებამაც დარია დუგინა მოკლა, დისტანციურად ააფეთქეს.
„ახლა დადგინდა, რომ დუგინას მანქანაზე ბომბი დისტანციურად ამოქმედდა. სავარაუდოდ, მანქანას აკვირდებოდნენ და მისი მოძრაობა კონტროლდებოდა“, - განუცხადა TASS-ს სამართალდამცავმა წარმომადგენელმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.
დუგინა, რუსი პოლიტიკური კომენტატორი და დეზინფორმაციული ვებსაიტის რედაქტორი, გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მას მანქანაში ჩადებული ბომბი ააფეთქეს შაბათს საღამოს მოსკოვის გარეუბანში.
აფეთქების დეტალებს ამჟამად რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იძიებს.
რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აფეთქებისას გამოყენებული იქნა 400 გრამი ტროტილი და რომ "ასაფეთქებელი მოწყობილობა ჯიპის ქვეშ იყო დამაგრებული მძღოლის მხარეს".