ცნობილია ჭავჭავაძეზე მოკლული კაცის ვინაობა
1741988330
ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინაში არჩევნები არ გაიმართება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინაში საომარი მდგომარეობა არ გაუქმდება და არჩევნები არ ჩატარდება.
„30-დღიანი ზავი ომის დასასრული არ არის. ვითარება იქნება არაპროგნოზირებადი. საომარი მდგომარეობის გაუქმება შეუძლებელია ასეთ მოკლე ვადაში“, – განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.
პოდოლიაკმა ასევე განაცხადა, რომ „მხარეების დაშორიშორებისა“ და ზავის დარღვევის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად საჭირო იქნება დამატებითი მოლაპარაკებები და „შემოწმებული დამკვირვებლები“.
„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ საბრძოლო მზადყოფნა, ვიდრე ვითარება დარეგულირდება“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
ამასთან, ზავის პერიოდში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე, ზელენსკის ოფისის წარმომადგენელმა უარყოფითი პასუხი გასცა.
მისი თქმით, არასტაბილურ სიტუაციაში კენჭისყრის ადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და თავად საარჩევნო კამპანიის ჩატარება შეუძლებელი იქნება.
„მეორე მხრივ, თუ მოლაპარაკებები დაიწყება სტაბილური ცეცხლის შეწყვეტის პირობებში, რომელიც გარანტირებული იქნება ნეიტრალური დამკვირვებლების მიერ, მაშინ ეს შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა პოდოლიაკმა.