ათენში, ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
1737542908
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას აპირებს და აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია ჩინეთიდან იმპორტზე 10%-იანი გადასახადის დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან საუბრისას განაცხადა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა ევროკავშირთან სავაჭრო დეფიციტის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.
„ევროკავშირი ძალიან ცუდად გვექცევა. ამიტომ ისინი მზად უნდა იყვნენ ტარიფებისთვის. ეს არის ერთადერთი გზა, რომ მიაღწიო სამართლიანობას“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ჩინეთიდან იმპორტზე 10 პროცენტიანი გადასახადის დაწესებას პირველი თებერვლიდან განიხილავს. ამის მიზეზად მან ჩინეთიდან მექსიკისა და კანადის გავლით აშშ-ში სინთეტიკური ნარკოტიკის, ფენტანილის კონტრაბანდა დაასახელა.
მანამდე ტრამპმა კანადისა და მექსიკისთვის იმპორტის გადახდის დაწესების გეგმაზე ისაუბრა, ვიდრე ისინი უკანონო მიგრაციასა და ფენტალინის კონტრაბანდას არ აღკვეთენ.
ტარიფების მოსალოდნელ დაწესებასთა დაკავშირებით CNBC-თან კომენტარი გააკეთა სავაჭრო საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, პიტერ ნავარომ.„მიზეზი, რის გამოც ტრამპი განიხილავს 10 თუ 25%იანი ტარიფების დაწესებას კანადისთვის, მექსიკისთვის და ჩინეთისთვის, არის, რომ ყოველდღიურად 300 ამერიკელი იღუპება (ფენტანილის ზედოზირებით)“, – განაცხადა ნავარომ.