ოკუპირებულ გაგრაში უბედურ შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ოკუპირებულ გაგრა

ოკუპირებულ გაგრაში უბედური შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა ადგილობრივმა ტექნიკა და მუშები დაიქირავა, რათა სადრენაჟო სისტემა გაეთხარათ. მოგვიანებით, ის ორ მეგობართან ერთად ამოჭრილ ორმოში, სამუშაოების დასათვალიერებლად ჩავიდა, რა დროსაც, მიწა ჩამოიშალა.

ადგილზე „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“ გამოიძახეს, თუმცა სამივე კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.