ტრამპმა როცა ამირჩია ამ პოზიციაზე, მთავარი დავალება იყო მეომრის კულტურის დაბრუნება თავდაცვის დეპარტამენტში - აშშ-ის თავდაცვის მდივნობის კანდიდატი

პიტ ჰეგსეთი

პრეზიდენტმა ტრამპმა როდესაც ამირჩია ამ პოზიციაზე, მთავარი დავალება, რომელიც დამაკისრა, იყო მეომრის კულტურის დაბრუნება თავდაცვის დეპარტამენტში, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნობის კანდიდატმა, პიტ ჰეგსეთმა სენატში მიმდინარე მოსმენაზე განაცხადა.

ჰეგსეთის თქმით, ორი თვის წინ 77-მა მილიონმა ამერიკელმა პრეზიდენტ ტრამპს მიანიჭა ცვლილებებისთვის ძლიერი მანდატი, რაც გულისხმობს „ამერიკა უპირველეს ყოვლისას“ განხორციელებას სახლში და მის ფარგლებს გარეთ.

„მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს ჩემდამი რწმენისა და ჩვენი რესპუბლიკისთვის თავდაუზოგავი ლიდერობისთვის. ჯარებს არ ჰყავთ დონალდ ტრამპზე უკეთესი მთავარსარდალი. მას, ისევე როგორც მე, სურს, რომ პენტაგონმა ყურადღება გაამახვილოს ლეტალურობაზე, მერიტოკრატიაზე, ბრძოლაზე, ანგარიშვალდებულებასა და მზადყოფნაზე. თავდაცვის დეპარტამენტი დონალდ ტრამპის დროს მშვიდობას ძალით მიაღწევს და ამერიკის პირველი ეროვნული უსაფრთხოების მიზნების განხორციელებისას პატრიოტულად აპოლიტიკური და მკაცრად კონსტიტუციური დარჩება. ამჟამინდელი ადმინისტრაციისგან განსხვავებით, პოლიტიკას არ უნდა ჰქონდეს მონაწილეობა სამხედრო საკითხებში. ჩვენ რესპუბლიკელები არ ვართ. ჩვენ არ ვართ დემოკრატები. ჩვენ ამერიკელი მეომრები ვართ“, – განაცხადა პიტ ჰეგსეთმა.