ტრამპმა ორბანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ განიხილავს უნგრეთისთვის რუსული ნავთობის ყიდვაზე გამონაკლისის დაშვებას

ტრამპი/ორბანი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორბ ორბანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ განიხილავს უნგრეთისთვის რუსული ნავთობის ყიდვაზე გამონაკლისის დაშვებას.

„ჩვენ ამას განვიხილავთ. უნგრეთისთვის ძალიან რთულია ნავთობისა და გაზის მოპოვება სხვა რეგიონებიდან... მათ არ აქვთ ზღვა, არ აქვთ პორტები და, შესაბამისად, რთული პრობლემა აქვთ. როდესაც უყურებ, რა მოხდა ევროპაში, ბევრ ამ ქვეყანას ეს პრობლემები არ აქვს და ისინი რუსეთისგან ყიდულობენ ბევრ ნავთობსა და გაზს, და როგორც მათ იციან, მე ეს ძალიან მაწუხებს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.