ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა
1762545038
ჩვენ ვართ ერთადერთი მთავრობა ევროპაში, რომელიც თავს თანამედროვე ქრისტიანულ მთავრობად მიიჩნევს, - განუცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე.
„ყველა სხვა მთავრობა ევროპაში, ძირითადად, ლიბერალურ-მემარცხენე მთავრობებია. ასე რომ, ჩვენ ვცდილობთ, 2010 წლიდან ვაკეთოთ რაღაც, რაც განსხვავდება სხვების საქმიანობისგან, თუნდაც ფილოსოფიურ დონეზე და დამკვიდრებულ პრაქტიკაშიც, როგორც პრეზიდენტმა აღწერა ეს მიგრაციის მაგალითზე. ასე რომ, ჩვენ ვართ ერთგვარი განსაკუთრებული განსხვავებულობის კუნძული ევროპის ლიბერალურ ოკეანეში და ჩვენ თავს თანამედროვე ქრისტიანულ მთავრობად მივიჩნევთ“, - აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.