ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელი და„ჰამასი“ სამშვიდობო გეგმის მეორე ფაზის რეალიზებას შეუდგნენ

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელი და დაჯგუფება „ჰამასი“ სამშვიდობო გეგმის მეორე ფაზის რეალიზებას შეუდგნენ.

„ყველა, 20 მძევალი დაბრუნდა და თავს კარგად გრძნობს, რამდენადაც შესაძლებელი და მოსალოდნელი იყო. რთული ეტაპი გადალახულია, მაგრამ საქმე დასრულებული არ არის. გარდაცვლილები ჯერ არ დაბრუნებულან, როგორც ითქვა! მეორე ფაზა ახლავე იწყება!!!“, - დაწერა ტრამპმა.