რომელი ბეჭედი მოგწონთ ყველაზე მეტად? - ფსიქოლოგიური ტესტი
1760446140
პაკისტანსა და ავღანეთს შორის ჩრდილო-დასავლეთის სასაზღვრო რეგიონში ვითარება კვლავ დაიძაბა.
„ასოშიეთიდ პრესი“ პაკისტანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ავღანეთის ჯარებმა „არაპროვოცირებული ცეცხლი“ გახსნეს, რომელიც პაკისტანის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს.
პაკისტანის უსაფრთხოების წარმომადგენლების თქმით, პაკისტანის სამხედროებმა ასევე გაანადგურეს პაკისტანელი „თალიბების“ ფართო საწვრთნელი ცენტრი. შეტაკებას ადასტურებს ავღანური მხარეც.
ცნობისთვის, პაკისტანსა და ავღანეთს შორის შეტაკებები 11 ოქტომბერს დაიწყო. საუდის არაბეთისა და კატარის შუამავლობის შედეგად დაპირისპირება შეწყდა, თუმცა პაკისტანსა და ავღანეთს შორის ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაიხურა.
„თალიბანის“ განცხადებით, მათ 58 პაკისტანელი ჯარისკაცი მოკლეს. პაკისტანის სამხედრო ძალების ცნობით კი, საზღვრის გასწვრივ საპასუხო სროლის დროს 23 ჯარისკაცი დაკარგეს და 200-ზე მეტი ტერორისტი გაანეიტრალეს.