1771355340
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ 10 მილიარდ დოლარს გადარიცხავს „მშვიდობის საბჭოს“ ფონდში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ 10 მილიარდ დოლარს გადარიცხავს „მშვიდობის საბჭოს“ ფონდში. აღნიშნული ორგანიზაციის მიზანი საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარებაა, მისი პირველი მისია კი ღაზის სექტორის აღდგენით დაიწყო.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობისთვის გაღებული ეს თანხა უმნიშვნელოა იმ დანახარჯებთან შედარებით, რასაც რეალური ომები მოითხოვს.
„მინდა შეგატყობინოთ, რომ შეერთებული შტატები 10 მილიარდი დოლარის კონტრიბუციას შეიტანს მშვიდობის საბჭოში“, - განაცხადა ტრამპმა.











