„ეს ნივთიერება აზიანებს ღვიძლის, თირკმლის ფუნქციონირებას...“ - ირაკლი არაბული დაზიანებული ზედაპირის მქონე ტაფაზე

ირაკლი არაბული

ტეფლონის ტაფა ძალიან პოპულარულია, რადგან ზედაპირზე არ იწებებს საკვებს, ადვილად ირეცხება და, რაც მთავარია, ბიუჯეტურია.

საკმაოდ ხშირად მომხმარებელი მას მაშინაც იყენებს როცა ზედაპირი დაზიანებულია, გაკაწრულია, გახაზულია, ფერი აქვს შეცვლილი და ა.შ.

დაიმახსოვრეთ რომ მცირედ დაზიანებული ზედაპირის მქონდე ტეფლონის ტაფაც კი არ უნდა გამოიყენოთ საკვების მოსამზადებლად. 

ასეთი ტაფების დასამზადებლად იყენებენ PTFE პოლიტეტრაფლორეთილენს, რაც მას ანიჭებს უნარს, მომზადებისას არ მიიკრას საკვები. თავის მხრივ, PTFE-ის მისაღებად იყენებენ PFOA პერფლოროქტანულ მჟავას, რომელიც წარმოადგენს კანცეროგენს.

მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებისას ტეფლონის ტაფიდან საკვებში ისედაც გადადის ეს ნივთიერება, მაგრამ მცირე კონცენტრაციით. ხოლო, ზედაპირის მთლიანობის დაზიანებისას მიგრაციის ხარისხი საგრძნობლად იზრდება. ეს მოქმედებს ღვიძლის, თირკმლის ფუნქციონირებაზე და დიდ ხანს რჩება ორგანიზმში.