ტრამპმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც 67% ირანთან დადებულ გარიგებას მხარს უჭერს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 67% ირანთან დადებულ სამშვიდობო გარიგებას მხარს უჭერს.

კვლევის თანახმად, 26% აშშ-ირანის სამშვიდობო გარიგებას ეწინააღმდეგება, ხოლო 7%-ს პოზიცია ჩამოყალიბებული ჯერ არ აქვს.

გამოკითხვა 16-18 ივნისს ამერიკული კომპანია Fabrizio, Lee & Associates მიერ ჩატარდა.