საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს
1734122911
დონალდ ტრამპისა და კამალა ჰარისის სატელეფონო საუბრის შემდეგ, ტრამპის საარჩევნო შტაბმა განცხადება გამოაქვეყნა.
„ტრამპმა აღიარა ჰარისის სიძლიერე, პროფესიონალიზმი და გამძლეობა მთელი კამპანიის განმავლობაში, ორივე შეთანხმდა ქვეყნის გაერთიანების მნიშვნელობაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. სატელეფონო საუბრისას ჰარისმა ხაზი გაუსვა ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას და ყველა ამერიკელისთვის პრეზიდენტად ყოფნის მნიშვნელობას.